შენი გზამკვლევი ავტოსერვისში
იპოვე სანდო ავტოსერვისი, ნახე ფასი წინასწარ და დაჯავშნე ონლაინ. არ იცი, რა სჭირს მანქანას? დაიწყე დიაგნოსტიკით — შემდეგ კი შენ გადაწყვეტ, რა გაკეთდეს.
სერვისები
- დიაგნოსტიკა — კომპიუტერული და ვიზუალური შემოწმება
- შეკეთება — ძრავი, სავალი ნაწილი, მუხრუჭები
- ტექმომსახურება — ზეთი, ფილტრები, სითხეები
- ტექდათვალიერება — ჩაწერა და შეხსენება ვადამდე
- საბურავები — შეცვლა და ბალანსირება
- რეცხვა — ფასი მანქანის ზომით
- დითეილინგი — ფასი მანქანის ზომით
- კერამიკა — ფასი მანქანის ზომით
- PPF ფირი — ფასი მანქანის ზომით
- მინების დაბურვა — ფასი მანქანის ზომით
- აუდიო — აუდიოსისტემა და მულტიმედია
- გადამოწმებული ბიზნესი — მოწმდება იურიდიული რეესტრი, საბანკო ანგარიში (IBAN) და ფოტოები.
- გამჭვირვალე ფასების პოლიტიკა — ყველა სერვისის ფასს ხედავ ჯავშნამდე.
- დამატებით სამუშაოზე — შენი გადაწყვეტილება — თუ რამე დამატებით დასჭირდა ან ხელოსანი გირჩევს, შეგატყობინებენ
- მანქანის მდგომარეობა ფოტოებით — სერვისი მანქანას მიღებისას ფოტოს უღებს — ჩანს, როგორ ჩააბარე
- ციფრული ისტორია — ყველა ჩატარებული სამუშაო ინახება მანქანის ბარათში.
ბიზნესისთვის: ერთი ფიქსირებული გეგმა
ავტოსერვისი, მოვლის ცენტრი, ნაწილების მაღაზია თუ დისტრიბუტორი — იხდი მხოლოდ ფიქსირებულ ყოველთვიურ გადასახადს და 0%-ს შესრულებული შეკვეთებიდან.
ხშირი კითხვები
როგორ დავრეგისტრირდე?
მარტივი რეგისტრაცია — შედი ტელეფონის ნომრით, Google-ით ან ელფოსტით. პაროლი არ გჭირდება.
რა ღირს G8 Car-ის გამოყენება?
მომხმარებლისთვის უფასოა. იხდი მხოლოდ სერვისის ან ნაწილის ფასს — ჩვენ მას არაფერს ვამატებთ.
როგორ ვიხდი?
ადგილზე, პირდაპირ სერვისს — ნაღდით, ბარათით ან გადარიცხვით. თუ სერვისი ონლაინ გადახდას იღებს, ანგარიშს აპშიც გადაიხდი. ნაწილის ფასს გამყიდველს მიღებისას უხდი.
დიაგნოსტიკის შემდეგ მეტი სამუშაო თუ გამოჩნდა?
სერვისი ხარჯთაღრიცხვას პუნქტებად გიგზავნის. გაკეთდება მხოლოდ ის, რასაც შენ დაადასტურებ.
ფასის დიაპაზონი რას ნიშნავს?
ზუსტ ფასს სერვისი შეფასების შემდეგ გეტყვის. ის შეიძლება ქვედა ზღვარზე ნაკლებიც იყოს, მაგრამ ზედა ზღვარს შენი თანხმობის გარეშე ვერ გადასცდება.
როგორ ვიცი, რომ სერვისი სანდოა?
ყველა ბიზნესს ვამოწმებთ — იურიდიული რეესტრი, საბანკო ანგარიში და ფოტოები. შეფასებას მხოლოდ ის წერს, ვისაც იქ სამუშაო დაუსრულდა და ანგარიში დაადასტურა.
ნაწილს როგორ შევუკვეთო?
მოძებნე არტიკულით, OEM კოდით ან დასახელებით. აირჩიე გატანა ან მიწოდება (თუ გამყიდველი აწვდის) და გადაიხადე ნაწილის მიღებისას.
ჯავშნის გაუქმება შეიძლება?
კი, უფასოდ — სერვისში მისვლამდე ნებისმიერ დროს. დროის შეცვლა კი დაწყებამდე 2 საათით ადრე შეგიძლია, მაქსიმუმ ორჯერ.